ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

"ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, 20:00 საათზე, კოალიციის ქალი ლიდერები სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.
როგორც ცნობილია, ლიდერები საზოგადოებას ოპოზიციის სამოქმედო გეგმას და სამომავლო ნაბიჯებს გააცნობენ.
ოპოზიციის შემაჯამებელ შეხვედრას, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა უნდა განიხილონ, ესწრებიან: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.