“ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ აქტიური ანტიპიარის კამპანია დაიწყო

"ფაქტების გადამოწმების შედეგად და საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ მამუკა ხაზარაძემ დავით კაკაჩიას შეუძინა 1400 კვ მიწა, ორი სახლით ავეჯით და ტექნიკით."
სამთავრობო მედიამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მოქმედება უკვე იმ ხალხის გამოყენებით დაიყო, ვისაც სამეგრელოში საცხოვრებელი სახლები შეუძინა.
საქმე ეხება წალენჯიხის არტმეურნეობაში მიმდინარე სპორტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებს, რომელსაც წალენჯიხის განვითარების ფონდი, ბოლო წლებია ახორციელებს.
წალენჯიხაში უკვე აშენდა და ამოქმედდა არტმეურნეობა, IT სკოლა, საცურაო აუცი, ინგლისური ენის კურსები, და რაც მთავარია, მამუკა ხაზარაძის ძალისხმევით გაიხსნა იუვენტუსის აკადემია. მალე არტმეურნეობაში თეატრიც გაიხსნება. ამ ყველაფრით ადგილობრივები უფასოდ სარგებლობენ.
ხაზარაძის “გაშავებისთვის” სამთავრობო პროპაგანდამ უკვე მოქალაქეების გამოყენება დაიწყო. ვრცელდება წალენჯიხაში მცხოვრები დევნილის, დავით კაკაჩიას ინტერვიუc, რომელიც მამუკა ხაზარაძეს სიცრუეში ადანაშაულებს. კაცი ამტკიცებს,რომ ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში ერთი ოთახის სანაცვლოდ მამუკა ხაზარაძე მას ორ სახლს დაჰპირდა, მაგრამ ორის ნაცვლად, ერთი მიიღო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.