ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები საქართველოში IRI-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის თბილისის გუნდის წევრებს შეხვდნენ

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - გრიგოლ გეგელია, გიორგი სიორიძე და ივანე ნორაკიძე საქართველოში IRI-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის თბილისის გუნდის წევრებს შეხვდნენ.
„ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განიხილეს არსებული პოლიტიკური ვითარება და „დემოკრატიის უმძიმესი გამოწვევები არჩევნებამდე ორი თვით ადრე“.
„ეს არის კრიტიკული არჩევნები, როდესაც წყდება ქართული სახელმწიფოებრიობის ბედი. ამ არჩევნების შედეგები საქართველოს ბედს დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავს. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ თითოეული ხმა და ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს გაიმარჯვოს საქართველომ და არა რუსეთმა, გაიხაროს ქართველმა ადამიანმა და არა პუტინმა. ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვისაც ასევე სრულფასოვნად აქვს გააზრებული ამ არჩევნებისა და ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების მხარდაჭერის აუცილებლობა“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.