ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ფერისცვალების დღესასწაული წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში აღნიშნეს

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, გუნდის წევრებთან ერთად წალენჯიხაში, ფერისცვალების ტაძრის 1000-წლოვან იუბილეს დაესწრნენ და ტაძარი მოილოცეს.
პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცეს.
„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ფერისცვალება. ღმერთმა ქნას, რომ ყველას გვეცვალოს ფერი სიყვარულისკენ, სიკეთისკენ, მშვიდობისკენ, ერთიანობისკენ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი და სრულიად საქართველო!“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მათივე ცნობით, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარს წელს 1000 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ტაძრის ეზოში წალენჯიხაში კონფერენციაც ჩატარდა, რომელშიც ქართველი მეცნიერები მონაწილეობდნენ. დღესვე ტაძრის ეზოში წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის ფოტოებით ილუსტრირებული წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დაესწრნენ. მათივე განმარტებით, მამუკა ხაზარაძეს, როგორც წალენჯიხის განვითარების ფონდის დამფუძნებელს, ტაძრის რეაბილიტაციის საქმეში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.