პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ძლიერი აშშ ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე“ - სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს

„ძლიერი აშშ ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე“ - სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო.
ძლიერი აშშ – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და 33 წლის მეგობარი – ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად,“ - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
ცნობისთვის, რომ Fox News-ის, Associated Press-ის, CNN-ისა და BBC-ის მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ხდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.