ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაქორწინდა – ვინ არის ლაშა გუჯეჯიანის რჩეული?

ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაქორწინდა – ვინ არის ლაშა გუჯეჯიანის რჩეული?

ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი დაქორწინდა. ქორწილში, რჩეულთან გვანცა ჩიხლაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს Facebook გვერდი SHIDO გვიზიარებს და წყვილს დაქორწინებას ულოცავს.
„12 ოქტომბერს საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის ქორწილი იყო. როგორც საჭიროება და ჩვენი ტრადიცია მოითხოვს, საქართველოს ძიუდოს ნაკრები მათ გაბედნიერების დღეს ერთად ზეიმობდნენ.
ვულოცავ ლაშას გაბედნიერებას, ერთ უღელში ულამაზეს მეუღლესთან შებმას და ვუსურვებ ყველაფერს იმ საუკეთესოს სადაც მხოლოდ უფლის ნება კურთხევა იქნება და ახალგაზრდა ულამაზეს ოჯახს, საკეთილდღეოდ გამოადგება.
გუჯეჯას მართლა ულამაზესი მეუღლე ყავს და ამ საკითხში, რეალურად გაუმართლდა, რადგან, მის გვერდზე ლაშა, სიამაყით ივსება და თავაწეული დადის“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.