“ძველ ნოკიაში რომ იყო თამაში, ტოტალიტარული მმართველობაც ასე მიირთმევს ყველაფერს გზად, ბოლოს კი საკუთარ თავს ჭამს” – გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:

ძველ ნოკიაში რომ იყო თამაში – სნეიქი. პატარა “გველუკა” რომ.დადის, ჭამს, ჭამს, გზად რაც ხვდება, ყველფერს ჭამს, მაგრამ როცა სივრცეში ვეღარ ეტევა, ბოლოს საკუთარი თავის ჭამას იწყებს და… თამაშიც მთავრდება.
ასეთია ტოტალიტარული მმართველობის პროცესიც, ბოლოს საკუთარი თავის ჭამაზე გადადის, მაგრამ… მანამდე კი ყველაფერს მიირთმევს გზად.
ან მეორენაირადაც შეიძლება გაგება – ტოტალიტარიზმი ყველაფერს კი ჭამს, მაგრამ ბოლოს საკუთარი თავის ჭამაზე გადადის.
ერთი მეორეს არ გამორიცხავს და მეორე პირველს, თუმცა ორივე შემთხვევაში საზრისია ის მსხვერპლი, რასაც გზად იღებს, სანამ საკუთარ თავზე გადავა.
როდესაც ტოტალიტარის დამარცხება შეუძლებელია, ილუზიები მისი მარცხის პროპაგანდაზე კი არ უნდა ააგო, არამედ ზიანის შემცირებაზე, რომ ნაკლები მსხვერპლით დასრულდეს, ხოლო თუ მავნებლობით, უვიცობით თუ მიამიტობით ხელს უწყობ მას, მაშინ გამოდის რომ შენით სთავაზობ თავსაც და სხვებსაც საკვებად.
ამიტომაა დასაფიქრებელი, ის, რაც ეს თვეებია მიმდინარეობს, კვებავს ჩვენს ქვეყანაში ტოტალიტარს თუ აზიანებს? ახლა რაც ხდება, მსხვერპლს ურიგებს გზა და გზა ტოტალიტარს და აძლიერებს მას თუ ზიანს ამცირებს?
ჯერ ამ კითხვებზეა პასუხი გასააზრებელი, შემდეგ კი იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს და როგორ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს