ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე ამომრჩევლებს კაჭრეთისა და ურიდიას ქუჩებზე შეხვდა

ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე ამომრჩევლებს კაჭრეთისა და ურიდიას ქუჩებზე შეხვდა
თვითმმართველობის არჩევნებში ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე მოსახლეობას კაჭრეთისა და ურიდიას ქუჩებზე შეხვდა. „ამჯერად კაჭრეთის ქუჩის მცხოვრებლებს შევხვდით. მოვისმინეთ ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ტრანსპორტისა და დასუფთავების თემას ეხებოდა. ინფორმაცია გადავეცით შესაბამის სამსახურებს.
ამომრჩევლებთან შეხვედრა გავმართეთ ასევე ურიდიას ქუჩა N135-ის მიმდებარედ განახლებულ სკვერში. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მსგავსი მოსასვენებელი სივრცეები კიდევ შეემატება ჩვენს უბანს. ადგილობრივებმა რამდენიმე ინფრასტრუქტურულ საკითხზე ისაუბრეს, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია“, – აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა. დავით ჭელიძის საარჩევნო შტაბი ცოტნე დადიანის ქუჩა N141-ში მდებარეობს, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე გაესაუბროს კანდიდატს.
Previous: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეუთო/ოდირის მისიაზე განხორციელდა განსაკუთრებული შეტევა და ზეწოლა „დიფ სტეიტისგან“. სწორედ ამიტომაც არის განპირობებული, რომ ისინი არ აკვირდებიან თვითმმართველობის არჩევნებს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში