არქივი10 იანვარი, 2024, 16:28
ძაღლზე მოძალადე კაცს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს
ძაღლზე მოძალადე გალიფ გოიუშოვს ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა - ინფორმაციას მიშა კაჭკაჭიშვილი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა მარნეულში 6 დეკემბერს მოხდა. კაცი კი სამართალდამცველებმა 9 იანვარს, მას შემდეგ დააკავეს რაც სოციალურ ქსელში ძაღლზე ძალადობის კადრები გავრცელდა. დაკავებული არიფ გოიუშოვია
პროკურატურამ დაკავებულს ბრალი დღეს წარუდგინა. ბრალდება დაკავებულისთვის აღკვეთის სახით, წინასწარ პატიმრობას მოითხოვდა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.