ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძამბოლატ თედეევი: ადრე თუ გვიან საქართველო სამხრეთ ოსეთს აღიარებს

ადრე თუ გვიან საქართველო სამხრეთ ოსეთს აღიარებს და ჩვენს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები დამყარდება. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა, პარტია „ალანიის პატრიოტების“ ლიდერმა ძამბოლატ თედეევმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ჩვენ გვსურს მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კვლავ ყველაფერს აკეთებს სამხრეთ ოსეთის განვითარების შესაფერხებლად. ისინი კვლავ გვიწოდებენ ხან „სამაჩაბლოს“, ხან „ცხინვალის რეგიონს“. ჩვენ კი საქართველოს არაფრით ვემუქრებით“, - ამბობს თედეევი.

ამასთანავე, თედეევს მიაჩნია, რომ აუცილებელია სამხრეთ ოსეთის თავდაცვისუნარიანობაზე მუშაობის გაგრძელება. თედეევი ამბობს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, არსებობს დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგანაც პროდასავლური ნაციონალისტური ძალები საქართველოში ცოცხლები არიან და ძალაუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ, ხოლო დასავლეთი განაგრძობს საქართველოს პროვოცირებას, რომ რუსეთთან კონფლიქტი დაიწყოს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.