არქივი7 აპრილი, 2024, 08:11
ძალიან წარმატებულად ვასრულებთ სეზონს - ირაკლი ბურჭულაძე
სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საფინალო დღეა. ძალიან წარმატებულად ვასრულებთ სეზონს, - ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ უკვე დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო რუკაზე.
„დღეს სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საფინალო დღეა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გუნდური ჩემპიონატი. ამ დღეების განმავლობაში ძალიან კარგი შეფასებები მივიღეთ. ძალიან წარმატებულად ვასრულებთ სეზონს”, - აღნიშნა ბურჭულაძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.