ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ძალიან ცუდია, რომ დონორებს არ უხსნიან იმ სირთულეს, რაც ამ გადანერგვას მოჰყვება" - რას ამბობს დათო ევგენიძის დონორის, გიორგი მახარაშვილის ცოლი?

4 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან პირ­ვე­ლის და, ლიკა პირ­ვე­ლი გარდაიცვალა – ახ­ლობ­ლე­ბის ცნობით, ლი­კამ ძმას ღვიძ­ლი გა­და­უ­ნერ­გა, რის შემ­დე­გაც მას თრომ­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და და ლიკა პირველის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამწუხარო ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება მომღერალ გიორგი მახარაშვილის მეუღლე, ლეკა მიქაძე და წერს:

„ძალიან ცუდია, რომ დონორებს არ უხსნიან იმ სირთულეს, რაც ამ გადანერგვას მოჰყვება. ჩვენც გვითხრეს, 2-საათიანი ოპერაციაა და 1 თვეში მუშაობას შეძლებსო… 13-საათიანი იყო და დღემდე გადასხმებზეა, წელიწადზე მეტია უკვე გასული“, – წერს ლეკა მიქაძე.

ცნობისათვის, რამდენიმე წლის წინ მომღერალი გიორგი მახარაშვილი იყო მუსიკოს დათო ევგენიძის დონორი – გიორგიმ დათო ევგენიძეს ღვიძლი გადაუნერგა. ოპერაცია თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარდა. თურქეთის კლინიკაში გაუკეთეს ოპერაცია ლიკა პირველსაც.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.