ძალიან შეაჩვიეს ენა ქართულ საზოგადოებას – ირაკლი ოპოზიციაზე

ძალიან შეაჩვიეს ენა ქართულ საზოგადოებას – ირაკლი ოპოზიციაზე
ძალიან შეაჩვიეს ენა ქართულ საზოგადოებას, პირდაპირ არის საუბარი რადიკალიზმზე, ცეცხლის წაკიდებაზე, მოლოტოვზე, დამხობაზე, ყველას მოვუწოდებ, რომ ფრთხილად მოეკიდონ საკუთარ რიტორიკას, სახელმწიფო და კანონი იქნება სათანადოდ მკაცრი რადიკალიზმის ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
მისივე თქმით, არსებობს ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ლეგიტიმური გზა – ეს არის და ყველაფერი დანარჩენი არის არალეგიტიმური, რაზეც პირდაპირ არის საუბარი სისხლის სამართლის კოდექსში.
„რაც შეეხება ზოგადად ტერმინებს, არსებობს ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, ეს არის . ყველაფერი დანარჩენი არის არალეგიტიმური და ამ არალეგიტიმურ ზომებზე პირდაპირ არის საუბარი სისხლის სამართლის კოდექსში. ძალიან შეაჩვიეს ენა ქართულ საზოგადოებას, პირდაპირ არის საუბარი რადიკალიზმზე, ცეცხლის წაკიდებაზე, მოლოტოვზე, დამხობაზე და ა.შ. ასეთ ტერმინებს ხშირად ისმენთ და ასეთ პრაქტიკას ვერ გავაგრძელებთ. აქაც, ისევე როგორც კორუფციული, ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართაც გვექნება განსხვავებული, მკაცრი მიდგომები და ამას ყველა უნდა შეეგუოს და ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ უფრო ფრთხილად მოეკიდონ საკუთარ რიტორიკას, არ შეიძლება, ქართულ საზოგადოებას წლების მანძილზე ესმოდეს საუბარი დამხობასთან, ცეცხლთან და უბედურებასთან დაკავშირებით, თან ვისგან – ნაცებისგან როდესაც ისმენ 13 წელი ამაზე საუბარს, რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაღები სახელმწიფოსთვის, ამიტომ სახელმწიფო და კანონმდებლობა იქნება სათანადოდ მკაცრი რადიკალიზმის ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში