ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობენ – რატი იონათამიშვილი ნიკა გვარამიას პარტიაზე
ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანები რაიმე სიახლეზე ან გამიჯვნაზე საუბრობენ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გვარამიას პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. იონათამიშვილის თქმით, გვარამიას პარტიის ლიდერი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითაც ძალიან მძიმედ ახსოვს „ნაციონალურ მოძრაობა“ მოსახლეობას.
„მაშინ, როდესაც თუნდაც ლიდერი არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ყველა იმ საქმესთან დაკავშირებული, რითაც ძალიან მძიმედ ახსოვს ნაციონალურ მოძრაობა ჩვენ მოსახლეობას. ფაქტი არის, რომ ამ ადამიანის „პოლიტიკაში“ მოღვაწეობის დაწყება სურთ სიცრუეზე და თვალებში ნაცრის შეყრაზე.“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
Previous: ბიჭებო და ქალბატონო ანა, თქვენი ლიდერი, თქვენი პარტია და შესაბამისად თქვენ ასოცირდებით ერთ ქართულ სიტყვასთან, რომელსაც ღალატი ჰქვია
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.