ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძალიან საშიშ ზონაში ვართ, ბიზნესს, ალბათ, ძალიან ცუდი ბედი გვიწერია - "ჩირინას" დამფუძნებელი

ძალიან საშიშ ზონაში ვართ, ბიზნესს, ალბათ, ძალიან ცუდი ბედი გვიწერია - "ჩირინას" დამფუძნებელი

დეესკალაცია უნდა იყოს სურვილი მთავრობის, - მხოლოდ ამაში ხედავს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს "ჩირინას" დამფუძნებლი, რევაზ ვაშაკიძე, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის "სამუშაო შეხვედრაზე" გააჟღერა.
ვაშაკიძის აზრით, საჭიროა იმ პოლიციელების თუ არაპოლიციელების, ვინც ხალხს სცემს, მათი დაჭერა.
ბიზნესმენი გამოსავალს ხედავს ასევე ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსანთა შეცვლაშიც. ვაშაკიძის აზრით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს აზრი ახალი არჩევნების დანიშვნაზე საუბარს.
"შსს მინისტრის ალბათ გამოცვლა და თანამდებობის პირთა შეცვლა არის საჭირო. სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ლაპარაკი, რომ დარჩენილ ხალხს სურვილი აქვთ რაღაც გააკეთონ. ჩემი აზრით, ამ პირობებში არჩევნებზე უსუსურია საუბარი, რადგან არჩევნები ამ პირობებში არ ტარდება”, - ამბობს რევაზ ვაშაკიძემ და იმასაც დასძენს, რომ თუკი ქვეყანაში არსებული ვითარება შენარჩუნდება, საქართველოს კერძო სექტორს საკმაოდ მძიმე ბედი უწერია, რაც, მისი პროგნოზით, არის ბიზნესების დახურვა და ბიზნესმენების ქვეყნიდან გადინება.
“ძალიან საშიშ ზონაში ვართ. რაც შეეხება ბიზნესის განვითარებას, ჩვენ ალბათ ძალიან ცუდი ბედი გვიწერია, განვითარებაზე ალბათ აღარაფერი იქნება და სამოქალაქო ომის თუ დაიწყო ბევრი ჩვენგანი ალბათ საქართველოდანაც წავა და ბიზნესსაც დახურავს. ეს მომავალი გვაქვს," - ამბობს რევაზ ვაშაკიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.