“ძალიან სამარცხვინო და მდაბიო საქციელი იყო ლევან ხაბეიშვილის მხრიდან” – გიორგი პატარაია ენმ-დან ნიკა მელიას გარიცხვაზე

ენმ-ის წევრები და პარტიაში ნიკა მელიას მხარდამჭერები, ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვას და ლევან ხაბეიშვილის ქმედებას სამარცხვინო და მდაბიო საქციელად აფასებენ. გიორგი პატარაიას შეფასებით, ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” წარმატებისთვის იბრძოდა.
“ძალიან სამარცხვინო და მდაბიო საქციელი იყო ლევან ხაბეიშვილის მხრიდან… ჩემს მეხსიერებაში ანალოგი თუ მოიძებნება, ალბათ ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს პოლიტიკური ბიუროს წარმომადგენლების კრიტიკისთვის ადამიანებს რომ პარტიიდან რიცხავდნენ და სასჯელებს უწესებდნენ. ცოტა წარმოუდგენელი ამბავია, იმ ადამიანმა, რომელიც გასტროლიორად იყო პარტიაში წარმოდგენილი, ადამიანები გარიცხოს. ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პარტიის გამარჯვებისთვის, კეთილდღეობისთვისა და წარმატებისთვის იბრძოდნენ,” – აღნიშნა გიორგი პატარაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს