ძალიან პირნათელი ვარ მოქალაქეების წინაშე, რადგან ჩემი აგური მაქვს დადებული საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდების საქმეში

ძალიან პირნათელი ვარ მოქალაქეების წინაშე, რადგან ჩემი აგური მაქვს დადებული საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდების საქმეში
ვიტყოდი, რომ სალომე ზურაბიშვილმა სამშობლოს უღალატა, თუმცა მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ ქვეყანას უღალატა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს შეეხებოდა.
მისივე თქმით, იგი პირნათელია თითოეული მოქალაქის წინაშე, რადგან საკუთარი აგური აქვს დადებული საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდების საქმეში.
„მე ვარ ძალიან პირნათელი ჩემი მოქალაქეების წინაშე, იმიტომ რომ ჩემი აგური მაქვს დადებული იმ საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდება. რაც შეეხება „ტვ პირველს“, „ტვ პირველი“ არ არის პირნათელი საკუთარი საზოგადოების წინაშე,“– განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში