ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძალიან ნუ ნერვიულობთ ჩემს გამოჩენა-არგამოჩენაზე – ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვერ გამოჩნდებოდა ისეთ ღონისძიებებზე, სადაც, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, პროტოკოლის მიხედვით არ ეკუთნოდა დასწრება.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პარტიულ აქტივთან შეხვედრაზე და გასვლითი ღონისძიებებისას ყოველთვის მზადაა, უპასუხოს ჟურნალისტების შეკითხვებს.
„ძალიან ნუ ნერვიულობთ ჩემს გამოჩენა-არგამოჩენაზე. ძალიან მარტივი ახსნა არსებობს. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, პროტოკოლის მიხედვით, რაც არის დაწესებული და მიღებული პრაქტიკა, ძალიან დიდი ხნის პრაქტიკა და პროტოკოლი, მე ისეთ ღონისძიებებზე არ და ვერ გამოვჩნდებოდი, სადაც არ მეკუთვნოდა გამოჩენა. მე როცა მაქვს გასვლითი ღონისძიებები და როცა ვხვდები ჩვენს აქტივს, ყოველთვის მზად ვარ, კითხვებზე გაგცეთ პასუხი. რაც შეეხება კანონს, კანონზე ნუღარ ინერვიულებთ, კანონი არის მიღებული, მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.
Previous: ტრამპის კამპანიამ განაჩენის გამოტანის შემდეგ $53 მილიონის შემოწირულებები მიიღო

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.