პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ძალიან მძიმედ გვაქვს საქმე“ – შოთა მარტინენკო

„ძალიან მძიმედ გვაქვს საქმე“ – შოთა მარტინენკო

„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი, შოთა მარტინენკო სოციალურ ქსელში წერს:
„ხელისუფლებამ ნახევარი წლის განმავლობაში სულ 500 მიგრანტი გააძევა.
საქსტატის მონაცემების თანახმად, შარშან დროის იმავე მონაკვეთში ქვეყანაში 30 ათასზე მეტი მიგრანტი შემოვიდა და ზუსტად იგივე და კიდევ უარესი მაჩვენებლები გვაქვს ყოველ წელს. ანუ ქვეყანაში შემოსულ ყოველ 30-40 ათას მიგრანტზე ხუთასს აძევებენ, ეს არის სურათი და ამას უსაღებს ხალხს ხელისუფლება მიგრაციასთან დაწყებულ ბრძოლად.
ძალიან მძიმედ გვაქვს საქმე და ხალხი თუ ვერ მიხვდა, როგორი დამღუპველი ილუზიის შექმნას ცდილობს ხელისუფლება და კიდევ ერთხელ მოატყუებინა თავი, კიდევ უფრო მძიმედ გვექნება.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.