ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება – ელდინო საღარაძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე

ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება – ელდინო საღარაძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე
ახალგაზრდებში ბოლო დროს ძალიან ბევრი მომხრე გაუჩნდა ლგბტ პროპაგანდას იმიტომ, რომ ჩვენი ახალგაზრდები დახარბდნენ უცბად შემოტანილ სიტყვას – თავისუფლება, რომელსაც განუმარტავდნენ ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები, როგორც რაც გინდა აკეთე, – ამის შესახებ მსახიობმა და პოეტმა, ელდინო საღარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მსახიობი, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივას ემხრობა და მიაჩნია, რომ პროპაგანდის საპირისპიროდ სწორი საინფორმაციო კამპანია უნდა ჩატარდეს.
„ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმ სააზროვნო და სამოქმედო სივრცეში დასაბრუნებლად, რომლის შესანარჩუნებლად და რომლის ჩვენამდე მოსატანად თავს იხოცავდნენ ჩვენი წინაპრები“, – აღნიშნა მსახიობმა.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლლებებს აწესრიგებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს