ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ აეროპორტის პროექტის განხორციელება და ახალი სტადიონის მშენებლობა, რათა შევძლოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა

ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ აეროპორტის პროექტის განხორციელება და ახალი სტადიონის მშენებლობა, რათა შევძლოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა
ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ამ გეგმების განხორციელებას აქტიურად უნდა შევუდგეთ, გვაქვს დაანონსებული მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელებისთვის თითოეული დღე და თითოეული კვირა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავარდეს.
„დაანონსებული გვაქვს აეროპორტის პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ ამ პროექტის პირველი ფაზა და შემდეგ უკვე სრულად დავასრულოთ აეროპორტის პროექტის განხორციელება. გვაქვს სტადიონის პროექტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ გავაცდინოთ იმისთვის, რომ დროულად შევძლოთ სტადიონის დასრულება და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაც არის ჩვენს მიერ გაცხადებული ამბიციური მიზანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც