ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს – დაბალი განაკვეთითა და მინიმალური ბიუროკრატიით, უზრუნველყოფილია ხელსაყრელი და მომგებიანი გარემო ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად

ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს – დაბალი განაკვეთითა და მინიმალური ბიუროკრატიით, უზრუნველყოფილია ხელსაყრელი და მომგებიანი გარემო ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად
ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს, დაბალი განაკვეთებით და მინიმალური ბიუროკრატიით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში აცხადებს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქვეყანა ინარჩუნებს კორუფციის დაბალ დონეს და ცდილობს, კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს საინვესტიციო კლიმატი.
„კარგად ვახერხებთ კორუფციის დაბალი დონის შენარჩუნებას და სხვადასხვა ინდექსის მიხედვით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს. ყველა ეს პირობა ქმნის შესაბამის სივრცეს პოტენციური ინვესტორებისთვის ბიზნესსაქმიანობის განსახორციელებლად. რეგულარულად ვავითარებთ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს, რათა სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიზიდოთ ინვესტორები. საქართველო ხელსაყრელ და მომგებიან გარემოს უზრუნველყოფს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად. შესაძლებლობები მორგებული გვაქვს ისეთი სექტორების მოთხოვნებზე, რომლებიც დაბეგვრის დაბალი განაკვეთით სარგებლობენ, როგორიცაა, მაგალითად, ინფორმაციული ტექნოლოგიები.
ასევე, ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი საინვესტიციო კლიმატი. საქართველოს კონსტიტუციაში გვაქვს დათქმა, რომლითაც გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის გარეშე არ შეიძლება. აქამდე არც ერთი რეფერენდუმი არ ჩატარებულა, რაც მყარ სტაბილურობაზე და ინვესტორებისთვის უსაფრთხო გარემოზე მეტყველებს. ეს დათქმა ასევე არწმუნებს ინვესტორებს, რომ არსებული გადასახადების განაკვეთის ზრდა ან ახალი გადასახადის შემოღება კენჭისყრის გარეშე არ მოხდება. ასევე, მთავრობა ინვესტორების მიმართ მეგობრულად არის განწყობილი და ხშირად ვხვდებით როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ ინვესტორებს. მათთვის ადვილია მთავრობის წარმომადგენლებთან კონტაქტის დამყარება. კარგი პირობები შევქმენით საქართველოში სხვადასხვა ტიპის ბიზნესის განვითარებისთვის,“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი