“ძალიან კი უნდათ რუსებს ჩემი მოკვლა, მაგრამ… ” – რას ამბობს მამუკა მამულაშვილი მისი ლიკვიდაციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი “ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბის” მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი თით­ქოს ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი იყო, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მო­რი­გი სიც­რუე აღ­მოჩ­ნდა – “ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი ცო­ცხა­ლია და ჩვე­უ­ლი შე­მარ­თე­ბით აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ბრძო­ლას, რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ. რუ­სე­პა­გან­დის­ტუ­ლი “ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბის” მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი თით­ქოს ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი იყო, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მო­რი­გი სიც­რუე აღ­მოჩ­ნდა – “ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი ცო­ცხა­ლია და ჩვე­უ­ლი შე­მარ­თე­ბით აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ბრძო­ლას, რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ. რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტს მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის და “ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ სხვა წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი არა­ერ­თხელ აქვს აღ­ძრუ­ლი, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბის გა­და­ბი­რე­ბის და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში მათი ჩარ­თვის მუხ­ლე­ბით. ცნო­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს, რუ­სე­თის არ­მი­ის მებ­რძო­ლებ­მა მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში, “სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ზო­ნა­ში“ მოკ­ლეს, რუ­სულ­მა “ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­მა” სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში გა­ავ­რცე­ლეს.

ცნო­ბის­თვის ახა­ლი, 2024 წელი რუ­სებ­მა უკ­რა­ი­ნის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე მუდ­მი­ვი, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი თავ­დას­ხმე­ბით და­ი­წყეს. და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “პუ­ტინ­მა მოკ­ლა და დაჭ­რა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, შე­უ­წყვი­ტა სი­ნათ­ლე და სით­ბო ათა­სო­ბით ადა­მი­ანს და ცდი­ლობ­და, და­ერ­ღვია ერის ნება. რო­გო­რია ამ ყვე­ლა­ფე­რის მი­მართ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის პო­ზი­ცია, რა ხდე­ბა ახლა ფრონ­ტის ხაზ­ზე და რო­გო­რია ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის გან­წყო­ბე­ბი? – ამის შე­სა­ხებ, რუ­სე­ბის მიერ “ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი” მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა:

– ძა­ლი­ან უნ­დათ რუ­სებს ჩემი მოკ­ვლა და სა­სურ­ველს რე­ა­ლო­ბად ასა­ღე­ბენ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ რუ­სულ­მა დაზ­ვერ­ვამ მარ­თლა მი­ა­წო­და ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია სა­კუ­თარ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, თუმ­ცა, მე მა­ინც მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რიც კარ­გად იცოდ­ნენ, მაგ­რამ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბით გა­ავ­რცე­ლეს ჩემი ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ ამ­ბა­ვი. საქ­მე იმა­შია, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ასე­თი ში­ნა­არ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბით სა­კუ­თა­რი ხალ­ხის გულს იგებს. ახლა არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის, შე­იძ­ლე­ბა კი­დევ ბევ­რჯერ გა­მო­ი­ყე­ნონ წარ­მა­ტე­ბით აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ეს მე­თო­დი. მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი მასა ბრმად, ისე იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ არ ამოწ­მებს, ამ­ბა­ვი მეხ­სი­ე­რე­ბა­ში რჩე­ბა და პრო­პა­გან­დის სა­სარ­გებ­ლოდ მუ­შა­ობს. მერე რა, რომ შე­იძ­ლე­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სი­მარ­თლე გა­ირ­კვეს, მთა­ვა­რია რუსი ხალ­ხის პირ­ვე­ლი სი­ხა­რუ­ლი, და­ნარ­ჩენ­ზე რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და არ ფიქ­რობს. ამ ხალ­ხის­თვის ობი­ექ­ტუ­რო­ბა არ არ­სე­ბობს. სიც­რუ­ის სა­სურ­ველ რე­ა­ლო­ბად გა­სა­ღე­ბა – ეს არის პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც რუსი ხალ­ხი წარ­მა­ტე­ბით მო­იხ­მარს. ყვე­ლას შე­უძ­ლია იმის გარ­კვე­ვა, რომ ცო­ცხა­ლი ვარ, მაგ­რამ ამით რუ­სე­თი­დან ჯერ არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა.

– რას აკე­თებ­დით იმ დროს, რო­დე­საც რუ­სუ­ლი “ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბი” თქვე­ნი ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბოდ­ნენ?

– ფრონ­ტის ხაზ­ზე გა­და­ვად­გილ­დე­ბო­დი და “ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მებ­რძო­ლებს ვამ­ხნე­ვებ­დი. ასეთ დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბი­ჭე­ბის გამ­ხნე­ვე­ბა. ვცდი­ლობთ, რო­გორც შეგ­ვიძ­ლია…

– რო­გორც ვიცი, მებ­რძო­ლებს დრო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩურ­ჩხე­ლე­ბი და­უ­რი­გეთ

– ეს ბი­ჭებ­მა მო­ი­ფიქ­რეს, თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად და გა­სამ­ხი­ა­რუ­ლებ­ლად. სხვა­თა შო­რის, თა­თა­რაც თა­ვად გა­ა­კე­თეს და ჩურ­ჩხე­ლე­ბიც თა­ვად ამო­ავ­ლეს… შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­უ­ლა­მა­ზეს ერ­თმა­ნეთს ახა­ლი წელი.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ