ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ძალიან თავმდაბალი ბიჭი და "ოქროს ბურთის" მომავალი გამარჯვებულია" - ანჩელოტი ვინისიუსზე საუბრობს

"ძალიან თავმდაბალი ბიჭი და "ოქროს ბურთის" მომავალი გამარჯვებულია" - ანჩელოტი ვინისიუსზე საუბრობს

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ბლანკოსის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში მისი შეგირდის, ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა.
გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის თქმით, ბრაზილიელი შემტევი კარგ ფეხბურთელთან ერთად, თავმდაბალი ადამიანიცაა.
"ვინისიუსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის ძალიან თავმდაბალი ბიჭია, დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა, გაიზარდა და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია.
დარწმუნებული ვარ, "ვინი" "ოქროს ბურთის" მომავალი გამარჯვებულია. არის თუ არა ისეთივე დისციპლინირებული ფეხბურთელი როგორც ადრე? დიახ, ზუსტად ისეთია, როგორიც პირველ დღეს იყო, როდესაც შევხვდი", - განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, "ოქროს ბურთის" დაჯიდლოება 28
ოქტომბერს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.