ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო. ბატონი თენგიზი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქვეყანას, ადამიანებს, ადამიანების ჯანმრთელობას. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში და მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, მის მეგობრებს, ახლობლებს. ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება“, – აღნიშნა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.