ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძალიან ამაყად ვიცხოვრებ ამ ქვეყანაში, დიდი ხანი ვაპირებ ამას და მართალი ვიქნები ყველას წინაშე

ქართველი ხალხი ამბობს, რომ საქართველომ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და ასე იქნება. ნახეთ, [ოპოზიციის] წამოძახილებში რა ხდება? ლუსტრაციაა. მე ვამბობ, ქართველი ხალხი ამბობს-მეთქი, რომ მიიღეთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და სად ამბობსო, მეტი რა თქვან? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი წამოძახილები, მათი ლუსტრაციაა. მდინარაძემ ასევე უპასუხა ოპოზიციის წარმომადგენლის რეპლიკას – ” შენც ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრო”. მისი თქმით, დიდხანს, ამაყად აპირებს საქართველოში ცხოვრებას და შავი ფულის მხილების გამო არასდროს შერცხვება.
“ძალიან ამაყად ვიცხოვრებ ამ ქვეყანაში, დიდი ხანი ვაპირებ ამას და მართალი ვიქნები ყველას წინაშე. შავი ფული თუ ვამხილე, ამის არასდროს შემრცხვება. თქვენ იცავთ ახლა შავ ფულს.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.~

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.