ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ძალა, რომელიც 12 წელია ხელისუფლებაშია, კვლავ ხალხის დაგეშვით, დაშინებით, დაფრთხობითაა დაკავებული" - პაატა მანჯგალაძე "ხალხის ძალის" წერილზე

"ხალხის ძალის" წერილს გამოეხმაურნენ იმ პარტიებში, რომელთა გასამართლებაც მოძრაობამ მოითხოვა. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანას ემსახურება.
"ნაცვლად იმისა, რომ თავის გაკეთებულ საქმეებზე ილაპარაკოს ძალამ, რომელიც 12 წელია ხელისუფლებაშია, კვლავ ხალხის დაგეშვით, დაშინებით, დაფრთხობითაა დაკავებული. ამათი მიზანია, გადაგვიტანონ ყურადღება ამაზე, ავყვეთ, მე ის ვუთხრა, იმან ის მითხრას და ა.შ. არ გვაინტერესებს ეს ხალხი, ეს ხალხი არიან ლუსტრირებულები, ჩვენ მათ ამ დღის წესრიგის შექმნაში არ მივეხმარებით,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით, რაც ხაზგასმულია "ხალხის ძალის" წერილში, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ერთიანობაზე კონსულტაციები მართლაც მიმდინარეობს და ეს თავიდანვე გაცხადებული იყო.
"ჩვენ გვაქვს ერთობა "დროასთან" და განცხადებული გვაქვს, რომ არჩევნებზე ერთად გასვლას ვაპირებთ. რიგ პარტიებთან გვაქვს გარკვეული კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიღმა შეიქმნას ძლიერი ცენტრი.
გვარამიასთან მქონია კომუნიკაცია, ხოლო მელიას გაცხადებული პოლიტიკაა, ჯერჯერობით, რაც მე მოვისმინე მისი წარმომადგენლებისგან, რომ ისინი ჯერ საკუთარი პარტიის შექმნით არიან დაკავებულები და მერე იფიქრებენ შემდეგ ნაბიჯებზე," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.