არქივი9 მაისი, 2025, 20:22
„ძალა ერთობაშია, „ძალა ევროპაშია“ - ამ ლოზუნგით მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს

„ძალა ერთობაშია, „ძალა ევროპაშია“ - ამ ლოზუნგით მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიძრა.
ისინი აღნიშნული ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ მიემართებიან. მსვლელობა-მარშში ასევე მონაწილეობენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა ოჯახის წევრები და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები.
აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ გაშლი. მათ დაკავებულთა ფოტოსურათები უჭირავთ წარწერით - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
მსვლელობის მონაწილეები პერიოდულად სკანდირებენ - „ცეცხლი ოლიგარქიას“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.