არქივი20 ნოემბერი, 2025, 12:40
ძალადობა 21 წლის გოგოზე – დაკავებულია ყოფილი ქმარი და მამამთილი

ზუგდიდში, 21 წლის გოგო ძალადობის ბრალდებით, მისი ყოფილი ქმარი და მამამთილი დააკავეს.
დაზარალებული ქალი ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა და მეუღლის მამამ, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემეს.
ასევე, მისივე თქმით, მას დაზიანებების კვალი ეტყობა სხეულზე და შესაბამისად ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ყოფილი ქმარი და მამამთილი ამჟამად ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
წინასასამართლო სხდომა კი ზუგდიდში გაიმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.