ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ძალადობა შობს ძალადობას” – პრემიერმა ცემა “კანონიერ სასჯელად” გამოაცხადა

პოლიტიკური უმცირესობის, კოლექტიური ნაცმოძრაობის ძალადობრივი ქმედებების გამო, გუშინ აუცილებელი გახდა 6 პოლიციელის ჰოსპიტალში გადაყვანა, მათ შორის, ერთ-ერთს აღენიშნებოდა თვალ-ბუდის ფსკერის მოტეხილობა და დასჭირდა გადაუდებელი ოპერაცია – ამბობს პრემიერი კობახიძე და პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევისას პოლიციელების დაშავებაზე ლაპარაკობს.
მისივე თქმით, მსუბუქი დაზიანებები მიიღეს აქციის მონაწილეებმა:
“გუშინდელი ძალადობრივი აქციის შემდეგ, სხვადასხვა ნაკლებად მძიმე დაზიანებით კლინიკებში გადაყვანილ იქნა 4 მომიტინგე, რომლებიც მალევე გაეწერნენ კლინიკებიდან. რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო ლევან ხაბეიშვილის დაზიანებების ხილვა. ასევე შეკრების დაშლის დროს, დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხაროა ინციდენტი. სამწუხაროა, რომ ძალადობა შობს ძალადობას, – ამბობს პრემიერი, რომელიც, როგორც ამბობს, თვლის, რომ ცემა სასჯელის რომელიმე ფორმაა, და რაღა საჭიროა კანონი მაშინ?

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.