ძალადობა სამოქალაქო აქტივისტზე – მარიამ მეყანწიშვილის თქმით, თავს ბექა გოცირიძე დაესხა (ვიდეო)

არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, სამოქალაქო აქტივისტი “ქართული ოცნების” ე.წ. ტიტუშკამ ცემა. მარიამ მეყანწიშვილი ყვება, რომ მას თავს ბექა გოცირიძე დაესხა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს, ამ დროისთვის ადგილზე პოლიციას ელოდებიან.

სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, ის მელიქიშვილის გამზირზე აქციაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ბექა გოცირიძე დაინახა და როგორც თავად ყვება, შეახსენა, რომ მის გამო ორი აქტივისტი ციხეში ზის, რასაც მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური ანგარიშსწორება.

მარიამ მეყანწიშვილი აცხადებს, რომ მომხდარს კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც შეესწრნენ, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

ბექა გოცირიძე გახლდათ ის ბატონი, რომელიც მე თავს დამესხა, ფიზიკურად იძალადა ჩემზე, ხელი დამარტყა, ჩალურჯებები მაქვს, ხელი მტკივა ძალიან, მარტო ვიყავი და მივმართე, შენ ის ბექა გოცირიძე არ ხარ აქციის მონაწილეებს, რომ დაესხი თავს, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 

ჩამარტყა ხელი მკლავში, საკმაოდ დიდი ფიზიკური ტკივილი განვიცადე. ჩემზე მასით არის ხუთჯერ დიდი და მოღერებული მუშტი დამარტყა. იქვე იდგა კრიმინალური პატრული, რომლის თვალწინ ხელი მკრა, გადამაყირავა თითქმის, ვიდეო მასალა მაქვს ამის, მაგრამ რეაგირება არ ჰქონიათ და გააცილეს უბრალოდ ტერიტორიიდან,” – ამბობ მარიამ მეყანწიშვილი.  

შეგახსენებთ, რომ ბექა გოცირიძე პირველ აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე, მომიტინგეებთან შევარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მას ჯიბიდან დანა გადმოუვარდა. მაშინ პოლიციამ გოცირიძე მხოლოდ ტერიტორიას განარიდა.

ბექა გოცირიძეზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს