ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება" - საიას საარჩევნო მონიტორინგის ანგარიში

"ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება" - საიას საარჩევნო მონიტორინგის ანგარიში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გრძელვადიანი საარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. [1-ლი ივლისი 26 აგვისტო]
ანგარიში ასახავს ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის გამოცხადებამდე (ივლისი-აგვისტო) საიას გრძელვადიანი საარჩევნო მონიტორების მიერ იდენტიფიცირებულ შემთხვევებს/ტენდენციებს, რომლებიც ნეგატიურად აისახება საარჩევნო გარემოზე. მათ შორისაა:
· პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და აგიტაციაში ხელის შეშლის შემთხვევები;
· პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება;
· ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენება, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული კონცერტებში მონაწილეობის მიზნით;
· პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა და საჯარო ინფორმაციაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა;
ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში გააქტიურდა პარტიების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიები, რა დროსაც კვლავ ნაკლები აქცენტი კეთდებოდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების პროგრამებსა და შესაბამის კონკურენციაზე.
ანგარიშის თანახმად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო გამოსვლებსა და განცხადებებში პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებას ცდილობდნენ და მათ მოღალატეობრივ ქმედებებში ადანაშაულებდნენ.
ოპოზიციის უდიდეს ნაწილს ისინი "გარედან მართულ [აგენტებად"] და 'ბოროტ ძალად" მოიხსენიებდნენ. ქართული ოცნების მხრიდან კვლავ აქტუალური იყო ანტიდასავლური რიტორიკა, ომისა და მშვიდობის საკითხები, ანტი-ლგბტქ გზავნილები, წინა ხელისუფლების დასჯის რიტორიკა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.