ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცხრამდე გაიზარდა უკრაინის საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი

ცხრამდე გაიზარდა უკრაინის საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი

რუსეთმა 28 სექტემბერს ორი თავდასხმა მოაწყო უკრაინის სასაზღვრო რეგიონის, სუმის საავადმყოფოზე, რასაც სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ 12 პირი.
თავდასხმა დაგმო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - მისი თქმით, რუსეთი "საავადმყოფოებს ეომება". ზელენსკი პლატფორმაზე X წერს, რომ უკრაინელი მაშველები "ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ხალხისთვის საჭირო დახმარების გასაწევად".
შინაგან საქმეთა მინისტრი, იჰორ კლიმენკო თავიდან აცხადებდა ექვს დაღუპულზე, მათ შორის ერთ პოლიციელზე. კლიმენკოს თქმით, უკვე მიჯრით მეორე დღეა რაც უკრაინის პოლიცია თანამშრომლებს კარგავს.
მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებდა, რომ ჩამოაგდო 69 დრონი 73-დან, რომლებიც რუსეთმა 28 სექტემბრის დილით გაუშვა უკრაინის რეგიონებისკენ. რუსეთმა უკრაინის სამიზნეებს ასევე ესროლა ორი ბალისტიკური და ორი საკრუიზო რაკეტა - ამბობს უკრაინის საჰაერო თავდაცვა და დასძენს, რომ ორი საკრუიზო რაკეტა ჩამოგდებულ იქნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.