არქივი15 იანვარი, 2024, 13:27
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ კაცს, აღკვეთის ღონისძიებად, გირაო შეეფარდა
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს გირაო შეეფარდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ იმსჯელა და ბრალდებულს, პატიმრობის უზრუნველყოფით, გირაო 4 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა.
შეგახსენებთ, შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში მოხდა. 65 წლის კაცმა ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შედეგად, ცხოველს გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა კისრის არეში. მას ვეტდახმარება გაეწია.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.