ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცხინვალში პუტინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ცხინვალის მთავარ მოედანზე ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართა, ლოზუნგებით – “რუსეთი – ოსეთი”, “პუტინის გამარჯვება – ოსეთის გამარჯვებაა!”, “ძლიერი პრეზიდენტი – ძლიერი რუსეთი.”
ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის მხარდასაჭერად ათასობით მოქალაქე მივიდა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, პარტია “ნიხასის” ლიდერმა ზიტა ბესაევამ პუტინის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა, რომ რუსეთი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია და ის ყოველთვის მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთს.
“ჩვენ გვესმის და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა რუსეთის მხარდაჭერა, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა” ,- აღნიშნა ბესაევამ.
ზიტა ბესაევამ მადლიერება გამოხატა რუსეთის მიმართ, რომელმაც მისი თქმით, “სამხრეთ ოსეთს მისცა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყოფნის უფლება”.
“როდესაც მე ვსაუბრობ პუტინისთვის, ვსაუბრობ რუსეთისთვის, გამარჯვებისთვის. სიტყვა რუსეთი შეიცავს ცეცხლს და ძალას. ეს აქცია სამხრეთ ოსეთის ხალხისგან არის ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერად” ,- განაცხადა ზიტა ბესაევამ.
რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 15-17 მარტს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.