ცხინვალი ყირიმთან ვაჭრობას გეგმავს

სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის ცნობით, მოსკოვში სამუშაო ვიზიტის დროს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავმჯდომარემ კონსტანტინ ჯუსოევმა და ყირიმის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა რუსეთში გიორგი მურადოვმა სამხრეთ ოსეთსა და ყირიმს შორის სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სატრანსპორტო კავშირების დამყარებაზე ისაუბრეს.
“შეხვედრაზე განიხილეს ყირიმის მინისტრთა საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის მთავრობას შორის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შესრულების პირველი შეხვედრის შედეგები. აგრეთვე, ისაუბრეს სამომავლო ნაბიჯებზე ხელმოწერილი პროტოკოლით და გასულ წელს დამტკიცებული სამოქმედო გეგმით ორმხრივი სამუშაოს განსახორციელებლად” ,- განაცხადეს პრესსამსახურში.
ცხინვალში აცხადებენ, რომ რომ მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მეშვეობით.
უკრაინის ტერიტორია ყირიმი რუსეთის მიერ 2014 წლიდან არის ანექსირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ