ცხადია, არავის დაუჯერებია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით თითქოს საკანში ბაჩიაშვილს სცემეს – ერთმა ფულზე დახამებულმა ჩინოვნიკმა, როგორც ჩანს, კორუფციული გარიგების შემდეგ საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა

ცხადია, არავის დაუჯერებია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით თითქოს საკანში ბაჩიაშვილს სცემეს – ერთმა ფულზე დახამებულმა ჩინოვნიკმა, როგორც ჩანს, კორუფციული გარიგების შემდეგ საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა
ნათელი ხდება თუ რაც მოხდა – ერთმა სულგაყიდულმა და ფულზე დახამებულმა ჩინოვნიკმა, როგორც ჩანს, კორუფციული გარიგების შემდეგ საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, , სუს-ის მიერ პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ქემოკლიძის დაკავებას. ქადაგიძის განცხადებით, ქემოკლიძემ, სავარაუდოდ კორუფციული გარიგების შემდეგ, საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა.
მისივე თქმით, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ქმედებამ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რადიკალებს მანიპულაციის, ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო ინსტიტუციებისათვის ტალახის სროლის საშუალება მისცა. “თავისთავად ცხადია, არავის დაუჯერებია ის პროპაგანდისტული მესიჯი, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით თითქოს საკანში გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს.
ეს უნიჭო ზღაპარი რომ დადგმული იყო, მე პირადად ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე არაფრის მტკიცების საშუალება არ არსებობდა. ახლა კი ნათელი ხდება თუ რაც მოხდა – ერთმა სულგაყიდულმა და ფულზე დახამებულმა ჩინოვნიკმა, როგორც ჩანს, კორუფციული გარიგების შემდეგ საშუალება მისცა ბაჩიაშვილს, რომ ეს სპექტაკლი დაედგა. თუ რა ამბები მოყვა ბაჩიაშვილის ვითომ და ცემას, კარგად გემახსოვრებათ. არ დარჩენილა ნაცმედიის არც ერთი საშუალება, რომ ამ დადგმული ზღაპრისგან სკანდალი არ გამოეცხოთ. სამწუხაროა, რომ ქემოკლიძის მსგავსი კრიმინალი მაღალ თანამდებობას იკავებდა პენიტენციურ სამსახურში, რადგან მისმა ქმედებამ გარკვეული პერიოდი მისცა რადიკალებს მანიპულაციის, ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო ინსტიტუციებისათვის ტალახის სროლის საშუალება. დაისაჯოს უმკაცრესად!!!” – წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს

ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის