ცრუ განგაში ბათუმის სავაჭრო ცენტრებში – გამნაღმველები გვიანობამდე მუშაობდნენ

გამნაღმველები ბათუმის სავაჭრო ცენტრებში გვიანობამდე მუშაობდნენ. მანამდე, “მეტრო სითის”, “გრანდ მოლის”, “ბათუმი პლაზასა” და “ბათუმი მოლის” ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა. მიზეზი სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ანონიმური ზარი იყო.
არსებული ცნობით, გამნაღმველებმა ტერიტორიებზე სახიფათო ვერაფერი აღმოაჩინეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობებში მუშაობდნენ კინოლოგებიც. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, ორი დღის წინ, ანალოგიური შეტყობინება იყო ბათუმის აეროპორტზეც, რომელიც ასევე ცრუ აღმოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც