“ცრუობს” – რა ტყუილი გაავრცელა კუპრაშვილმა? – ჩინოვნიკს განჩინების ნაწილი გამოუქვეყნეს

ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი

მესამე სექტორის წარმომადგენლები ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

საუბარია, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მისი სამსახური სამოქალაქო საზოგადოებისგან ბენეფიციარების პერსონალურ მონაცემებს თითქოსდა არ ითხოვს.

კუპრაშვილის საპასუხოდ, მესამე სექტორმა სასამართლოს განჩინების ნაწილი გაასაჯაროვა.  დოკუმენტის თანახმად, სასამართლოს განჩინება არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, ბენეფიციარების და აქტივობებში ჩართული პირების სახელსა და გვარს, პირად ნომრებსა და აქტივობების ამსახველ ვიდეო – ფოტო მასალების გადაცემას.

არადა, რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებდა:

“დღის განმავლობაში, რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას.

ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია, არ ცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართულია მხოლოდ გრანტის მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ. ამ პროცესში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული, თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა.მიგვაჩნია, რომ არსებული დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობისა და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას“.

 

17 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 5 უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანებები გადაეცათ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში

მამუკა გამყრელიძე: არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ