– მირტყეს, ჩემთან ფოტო გადაიღეს, „ქვეყანას როდის უნდა უშველოო?” – დამცინოდნენ, გამიყვანეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, შუაში დამაყენეს და მცემეს, იყო გინება და შეურაცხყოფა

კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი, , რომელიც პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე დააკავეს, თავისუფალია.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა სცემეს. მისი თქმით, გაათავისუფლეს, რადგან ჯერ კიდევ არ გაუუქმებია პარლამენტს მისი მანდატი.
„დაკავების შემდეგ რომ გამჩხრიკეს, მირტყეს. შემდეგ რაღაც ფოტო გადაიღეს ჩემთან და „გგულშემატკივრობთ, აბა, ქვეყანას როდის უნდა უშველოო?“ – დამცინოდნენ. მერე გამიყვანეს ჭიჭინაძის ქუჩაში, შუაში დამაყენეს და იქ მცემეს, დაახლოებით 1 წუთი მირტყამდნენ. შემდეგ პოლიციაში კარგად მომექცნენ.
ტელეფონი წამართვეს და კოდს მთხოვდნენ, რომ არ ვუთხარი მირტყეს ფერდებში. შემდეგ კედელზე მიმაყუდეს და გაჩხრიკეს. იყო გინება და შეურაცხყოფა. რომ გაარკვიეს, რომ სანამ პარლამენტი დამითხოვს, ხელშეუხებლობა მაქვს და დაკავებული დიდხანს ვერ ვეყოლებოდი, რაღაცები გამაფორმებინეს“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
ცნობისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ცოტნე კობერიძე ჭიჭინაძის ქუჩაზე, აქციის დაშლისას დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა: თქვენ რომ რესტორნებში 1700წლის აღსანიშნავად ხორაგს დაახვავებთ და კონფერენციებზე “სიბრძნეს” გადმოღვრით 6 მილიონად შეფასებულს, დარწმუნებული იყავით, ცალი თვალითაც არ შემოიხედავს იქ მაცხოვარი!

რაჟდენ კუპრაშვილი ლევან ახობაძის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე – გამოძიებისთვის რაც საინტერესო იყო, მოხდა ამ ნივთების დათვალიერება და ასე დასრულდა ეს საგამოძიებო მოქმედება