“ცოტნე ან ბერა გამოიყვანეთ თუ შეიძლება და იმაზე ილაპარაკონ, როგორ უნდა გვიყვარდეს ქართველებს ერთმანეთი”

დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი: 
არაფერი გასაკვირი, უბრალოდ ბატონ გიორგის სიტყვიდან მინდა ერთი ნაწყვეტი დავაკოპირო:
🔻💬 “4 რიცხვში იქ ვიყავი, ეს არც დამიმალავს, 4-დან 9-მდე არც არსად გავქცეულვარ და არც დავმალულვარ, რადგან არაფერი დამიშავებია არც ხალხის და არც ერის წინაშე, მე პროფესიონალური მოთხოვნებით ვმოქმედებდი.
პროკურორებმა თქვეს, გიორგი ჩახუნაშვილი იქ იყოო, მეტი არაფერი თქმულა. როცა ვიგრძენი, რომ ჩემი პროფესიონალური საჭიროება იყო, შიგნით შევედი, ჩემი საქმიანობა გავაკეთე, დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე.
230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული.
ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი. არ დავიწყებ, რამდენი ბავშვი გადამირჩენია, ისეთი გადაწყვეტილებები მიმიღია, რაც პროტოკოლს და გაიდლაინებს სცდებოდა, თუმცა, მათი სიცოცხლე გადამირჩენია.”.
ამ 230.000 ბავშვის მშობლები ხომ ხართ მშვიდად? ქართველი ექიმები როგორ ხართ, ხომ ხართ მშვიდად? 🙂
ის გოგოც, ია, ალბათ სჯობს ციხეში იყოს. გარეთ ნამეტანი საშიში იქნება საზოგადოებისთვის.
დანარჩენს რომ მიუსჯიდნენ, ამის მერე რა გასაკვირია. მთელი ქვეყანა ციხედ აქციეს და დიდი მადლობა ამ “არნახული დემოკრატიისთვის” და “სამართლის ზეიმისთვის” 🙂
პ.ს. ცოტნე ან ბერა გამოიყვანეთ თუ შეიძლება და იმაზე ილაპარაკონ, როგორ უნდა გვიყვარდეს ქართველებს ერთმანეთი