ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცოტნე ანანიძე - 26 მაისს, თანამებრძოლები მოგვიკლეს სანქციები არავის უხსენებია - ეს არის შერჩევითი სამართალი

26 მაისს, თანამებრძოლები მოგვიკლეს სანქციები არავის უხსენებია - ეს არის შერჩევითი სამართალი, - ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე შესაძლო სანქციების დაწესების საკითხს.
ანანიძე იმედოვნებს, რომ „გაუგებრობა აღმოიფხვრება“.
„იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ უამრავ გამოწვევას გაუძლო, გააუმჯობესა ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა და სხვა უამრავი მიმართულება, პარტნიორულ ურთიერთობებს არანაირად არ შეესაბამება და შერჩევითი სამართალია ამ დროს სანქციებზე საუბარი. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს გაუგებრობა აღმოიფხვრება. გაირკვევა სიმართლე, ისე როგორც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ახლახან სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. როდესაც მოგვიწოდებდნენ ევროპელი პარტნიორები მის ქვეყნიდან გაყვანისკენ და პოლიტპატიმრად მოიხსენიებდნენ", - აცხადებს ანანიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.