ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცოტნე ანანიძე - პრემიერის განცხადებამ, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა - ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით - სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში!

ცოტნე ანანიძე - პრემიერის განცხადებამ, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა - ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით - სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში!

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოს 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერების თაობაზე.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა.
ანანიძის შეფასებით, ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით - სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა.
ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით - სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში! 2030-ში შევხვდებით ევროკავშირის ქობულეთში. #მშვიდობასაქართველოს # მშვიდობაუკრაინას“, - წერს ცოტნე ანანიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.