ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცოტა ხანში ისე გაუჭირდებათ, რომ „საქართველოს უნივერსიტეტის” მომსახურე დასუფთავების კომპანიის დამლაგებლებსაც წაიყვანენ კონგრესში

„გასაოცარი ხალხმრავლობის ფონზე ჩატარდა გუშინდელი „მეგობარი აქტის” მოსმენები,“ – წერს სოციალურ ქსელში „პარტია ხალხის“ ძალის წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას ეხმაურება. მისივე თქმით, შთამბეჭდავი იყო გამომსვლელთა დელეგაცია, თუმცა ერთი მათგანით განსაკუთრებით კმაყოფილია. „აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი – გიული ალასანიას უნივერსიტეტის ბორდის წევრი,“ – აღნიშნავს ქართველიშვილი.
„გასაოცარი ხალხმრავლობის ფონზე ჩატარდა გუშინდელი “მეგობარი აქტის” მოსმენები. არანაკლებად შთამბეჭდავი იყო გამომსვლელთა დელეგაცია. მე იქიდან ერთმაც დამაკმაყოფილა: აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი – გიული ალასანიას უნივერსიტეტის ბორდის წევრი. ცოტა ხანში ისე გაუჭირდებათ, რომ „საქართველოს უნივერსიტეტის” მომსახურე “ქლინინგ-კომპანიის” დამლაგებლებსაც წაიყვანენ კონგრესში, თუ, რა თქმა უნდა, აშშ-ს საელჩო მათ ვიზებს ჩაურტყამს,“ – წერს ქართველიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.