ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,ცოტა იღბალი დაგვაკლდა” - ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშზე

ჰამბურგში თამაშს აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების ძალიან დიდი იმედი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ფეხბურთელებმა.
„რაც შეხება ჰამბურგში თამაშს, აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების ძალიან დიდი იმედი. თქვენ ნახეთ, პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, უბრალოდ ცოტა იღბალი დაგვაკლდა. მგონია, რომ ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს და ჩეხეთთან აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.