ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცოლი მოიყვანა ამ ბიჭმა და ამის გამო მოხდა ეს ამბავი - საგარეჯოში მოკლული კაცის მეზობელი

კახეთში, მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა. შემთხვევა საგარეჯოში, სოფელ თულარში მოხდა.
ადგილობრივების განცხადებით, ეჭვმიტანილმა მრავლობითი ჭრილობები ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა, ამის შემდეგ კი მის ქმარს რამდენჯერმე ესროლა.
"ვიღაც ცოლი მოიყვანა ამ ბიჭმა და ამის გამო მოხდა ეს ამბავი. სულ მოკვლით ემუქრებოდა. დაახლოებით 3 თვეა, რაც ცოლად მოიყვანა და წუხელ მოუკლავს", - აცხადებს მეზობელი.
40 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. საავადმყოფოშია მოთავსებული დაჭრილი ქალი. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.