პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალი წარუდგინეს

ოჯახში ძალადობის მუხლით პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმეს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც დაადგინა, რომ ინსპექტორმა 4 დეკემბერს ბათუმში გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე იძალადა ცოლზე.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.