ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცოლზე ძალადობის ბრალდებით პენიტენციურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის, მუქარისა და იძულების ბრალდებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ. დააკავა.
გამოძიების თანახმად, „2023 წლის ოქტომბრის თვეში ზესტაფონში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პ.გ.-მ სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით რამდენიმე აბი წამალი დაალევინა.“
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მეუღლეზე არასრულწოვანის თანდასწრებითაც ძალადობდა.
სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.