არქივი17 იანვარი, 2024, 16:57
ცოლზე ძალადობისთვის ბრალდებულ ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანს გირაო შეუფარდეს
ტყიბულის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსს ჯონი ქასრაშვილს, რომელსაც ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი, 5000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს.
ოჯახის წევრები კამერებთან დეტალებს არ ყვებიან, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ ფაქტი 2 დღის წინ მოხდა, პოლიცია კი სიდედრმა გამოიძახა.
პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.