პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცოდნა ზრდის საზღვრებს - გაიცანით ლევან ფავლენიშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, CHEVENING-ის პროგრამაში

ცოდნა ზრდის საზღვრებს - გაიცანით ლევან ფავლენიშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, CHEVENING-ის პროგრამაში

სამი საერთაშორისო სტიპენდია, 60-მდე სტიპენდიატი - ეს საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ინიციატივების მხოლოდ ნაწილია.
11 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის, Fulbright-ის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაში საკუთარ რჩეულებს ასახელებს და მათ დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს უნივერსიტეტებსა და Miami Ad School Europe-ში სწავლას სრულად უფინანსებს. სწავლის გადასახადთან ერთად ფინანსდება ცხოვრების ხარჯებიც.
საქართველოს ბანკის სტიპენდიატთა შორისაა ლევან ფავლენიშვილი, რომელმაც 2020-2021 წლებში, CHEVENING-ის პროგრამაში ბანკის სტიპენდია მოიპოვა და ედინბურგის უნივერსიტეტში, მათემატიკის სკოლაში, ოპერაციათა კვლევის მაგისტრატურაზე გააგრძელა სწავლა.
ახლა კი მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კარიერულ საქმიანობაშიც იყენებს. ლევან ფავლენიშვილი კომპანია “ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.